Posts

ელ.ცხრილი

<iframe src="https://docs.google.com/spreadsheets/d/e/2PACX-1vRhG8bbX1xSCgpsr2BtRXnSDcneT0n9biNCNccarZ_R1p69lpf_zzT2mowKgBwryw/pubhtml?widget=true&amp;headers=false"></iframe>

8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღე

Image
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქალთა საერთაშორისო დღეს ყოველწლიურად აღნიშნავენ. ამ დღეს ქალბატონებს ულოცავენ და ცდილობენ მათ ბედნიერება მიანიჭონ. თავიდან მას წმინდა პოლიტიკური ელფერი დაჰკრავდა და თანასწორობისა და საკუთარი უფლებებისთვის ქალთა ბრძოლის დღე იყო. მაგრამ დრომ ამ დღესასწაულს პოლიტიკური ელფერი დაუკარგა და დღეს ჩვენ გაზაფხულისა და სიყვარულის დღესასწაულს აღვნიშნავთ. ისტორია არსებობს ვერსია, რომ 8 მარტის აღნიშვნის ტრადიცია „ცარიელი ქვაბების მარშს“ უკავშირდება, რომელიც 1857 წელს ნიუ-იორკში სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალებმა გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნები სამუშაო დღის შემცირება, შრომის ანაზღაურების პირობების გათანაბრება მამაკაცებისთვის არსებულ პირობებთან და საარჩევნო უფლების მიღება იყო.   კლარა ცეტკინი თუმცა, დღესასწაულის წარმოშობა გერმანელი კომუნისტის კლარა ცეტკინის სახელს უკავშირდება. 1910 წელს კოპენჰაგენში გამართულ ქალთა ფორუმზე კლარა ცეტკინმა მსოფლიოს მოუწოდა 8 მარტის საერთაშორისო ქალთა დღედ დაწესების შესახებ. ამ დღეს ქალებს უნდა გაემართათ მიტინგები, მ