შროშანი



შროშანი (Convallaria transcaucasica)


შროშანი გაზაფხულის მომასწავებელია, ამიტომ წარმართულ ეპოქაში მას იმ ქალღმერთებს უკავშირებდნენ, რომლებიც წელიწადის ამ მშვენიერ დროს მფარველობდნენ. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, რომელიც, როგორც ჩანს, ქრისტიანულად სახეცვლილი მითია, შროშანად ქცეულა წმინდა გიორგის
გველეშაპთან შერკინებისას მიწაზე დაცემული სისხლის წვეთები. მეორე ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ანალოგიური მეტამორფოზა განუცდია ბერძენთა ნადირობის ქალღმერთის ოფლს, როდესაც არტემიდა მტერს თავქუდმოგლეჯილი გაურბოდა.
მრავალ ქვეყანაში შროშანს განსაკუთრებული პატივით ეპყრობიან. საფრანგეთში მას დღესასწაულიც კი, რომელიც ყოველი წლის მაისის პირველ კვირას იმართება. 1967 წელს კი შროშანი ფინეთის ეროვნულ სიმბოლოდ იქნა აღიარებული. ამ ყვავილის გამოსახულება ამშვენებს გერმანიის ქალაქ ვეილერის, ნორვეგიის ქალაქ ლუნერისა და შვედეთის ქალაქ მელერუდის გერბებს.
შროშანი მდიდარია სხვადასხვა ნივთიერებით: ფლავონოიდებით, საპონინებით, ალკალოიდებით, ვაშლის, ლიმონის, ასპარაგინის მჟავებით, – მაგრამ მასში ყველაზე მეტი მაინც საგულე გლიკოზიდია. ეს ქიმიური ნაერთი განსაზღვრული დოზით სამკურნალო თვისებების მატარებელია, სიჭარბე კი ორგანიზმზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.
საგულე გლიკოზიდების წყალობით შროშანის ექსტრაქტის შემცველი პრეპარატები გულის ისეთი დაავადებების დროს გამოიყენება, როგორიც არის მიოკარდიტი, გულის უკმარისობა, კარდიოსკლეროზი. შროშანზე დამზადებული ზოგიერთი პრეპარატი დამამშვიდებელ ეფექტსაც ახდენს. გლიკოზიდების მცირე დოზა გულის მუშაობას ასტიმულირებს, მაგრამ მათი სიჭარბის დროს ვითარდება ძლიერი არითმია და გულის ელექტრული გამტარობის ბლოკადა.
ასე რომ, შროშანის ნაყენისა თუ ნახარშის მომზადებისა და მიღებისას ყურადღებასა და სიფრთხილეს გირჩევთ. შროშანის გლიკოზიდებით მოწამვლის ნიშნებია: გულისრევა და ღებინება, ფაღარათი, თავის ძლიერი ტკივილი, პულსის შესუსტება, მხედველობის გაუარესება, კრუნჩხვა, გონების დაკარგვა. სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ მცენარის შხამი საკმაოდ ბევრია იმ წყალშიც, რომელშიც შროშანი დევ

Comments

Popular posts from this blog

8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღე

ელ.ცხრილი