კესანე
კესანე — ერთ-, ორ ან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს პატარა ცისფერი (იშვიათად თეთრი) ყვავილები.
გვარში 50-მდე (სხვა მონაცემებით 80-მდე) სახეობაა. გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ სარტყელში, აგრეთვე ტროპიკულ აფრიკის მთებში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, მცირე ნაწილი — ამერიკაში. საქართველოში გვხვდება 15 სახეობა. იზრდება ჭაობებში, ტენიან და დაჩრდილულ ადგილებში, ტყის პირებზე, ბუჩქნარებში, მდელოებზე. ზოგი სახეობა სარეველაა, ბევრი — დეკორატიული. საქართველოს სუბალპურ და ალპურ მდელოებზე ფართოდ არის გავრცელებული ალპური კესანე ( ლათ. Myosotis alpestris).
საქართველოში კესანეს განსხვავებული სახელით იცნობენ. მისი შესატყვისია ქართლური – კონკიძველა, ზემოიმერული – ციცინო, რაჭული – თიკნიყურა და სხვ.[1]
Comments
Post a Comment